By Sofo.goduadze
Booking.com for Business-მა ბიზნეს მოგზაურებისთვის კომფორტული აეროპორტების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა.
კვლევა შეფასების ისეთ კრიტერიუმებს მოიცავდა, როგორებიცაა: აეროპორტის სიახლოვე ქალაქის ბიზნეს უბნებთან, სასტუმროების რაოდენობა მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიზნეს ლაუნჯების რაოდენობა, პირდაპირი რეისების რაოდენობა და ბიზნეს კლასის წილი, მგზავრობის სიმარტივე.
კვლევამ აჩვენა, რომ აეროპორტის არჩევისას ბიზნეს მოგზაურებისთვის კომფორტი, ხელმისაწვდომობა და მომსახურების ხარისხი გადამწყვეტი ფაქტორებია.
ბიზნეს მოგზაურობისთვის წამყვანი ჰაბების ათეულში მოხვდნენ: დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ტოკიოს ჰანედას საერთაშორისო აეროპორტი (იაპონია), ფრანკფურტის მაინის აეროპორტი (გერმანია), სეულის ინჩონის საერთაშორისო აეროპორტი (სამხრეთ კორეა), დოჰას ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი (კატარი), რომის ფიუმიჩინოს აეროპორტი (იტალია), სინგაპურის ჩანგის აეროპორტი (სინგაპური), სიდნეის საერთაშორისო აეროპორტი (ავსტრალია), ტორონტოს პირსონის საერთაშორისო აეროპორტი (კანადა) და მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტი (გერმანია).